

მთავარი არხის ვაშინგტონის ბიუროს მხარდასაჭერად
ამერიკაში ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ:
მთავარი არხის ვაშინგტონის ბიუროს თქვენი დახმარება სჭირდება!
გთხოვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ბიუროსა და მისი თანამშრომლების მხარდაჭერაში.
ამერიკელი ქართველების როლი საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობისთვის კრიტიკულია.
ინსტრუქციისთვის დარეკეთ: +1 (646) 251 8494
მთავარი არხის გუნდი ვაშინგტონში
დემნა, "მთავარი არხის" გუნდს, 2021 წლის სექტემბერიდან შეუერთდა. როგორც ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტი, დემნა აშუქებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, დიპლომატიურ ურთიერთობებს ოფიციალურ ვაშინგტონსა და თბილისს შორის, ასევე მიმდინარე, პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს აშშ-ში. დემნა 2017 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. კორესპონდენტის კარიერამდე ის მუშაობდა ადამიანის უფლებების მკვლევარად ვაშინგტონში და სწავლობდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 25 ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას. დემნას აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი იურისპრუდენციაში და ფლობს საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხს.
ვაჟას აქვს სატელევიზიო ოპერატორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა ქართულ სატელევიზიო არხებზე როგორც ახალი ამბების, ასევე პროდაქშენის მიმართულებებით. ვაჟა აშშ-ში ცხოვრობს 2017 წლიდან. 2021 წლის სექტემბრიდან ის მუშაობს „მთავარი არხის“ ვაშინგტონის ბიუროში, ოპერატორის პოზიციაზე.



